მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე იხარჯება საქართველოში უკრაინის საელჩოს სპეცანგარიშზე შეგროვებული თანხა?

628e1f8f638be
ვიქტორია მღებრიშვილი
25.05.22 16:28
935
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად საელჩოში შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 2 მლნ 380 000 ლარი, 57 ათასზე მეტი დოლარი და 2 600 ევრო შეგროვდა. ამის შესახებ მან საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანდრეი კასიანოვმა არსებული ფინანსური რესურსის ხარჯების მიხედვით განაწილება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ დარჩენილი და ანგარიშზე შემდგომში შესული თანხა კვლავ უკრაინის დასახმარებლად, პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება მიმართული.

„საელჩო უკრაინელებისთვის ყველა საჭირო საშუალებების შეძენას იმ ფინანსების საფუძველზე აგრძელებს, რომელიც ცალკეულ ანგარიშზეა შეგროვებული. ასევე გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება და უკრაინაში გაგზავნა, იქ სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 24 მაისის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, რაც 4 თვითმფრინავით და 44 სატვირთო მანქანით მოხდა.

გამჭვირვალობის მიზნით, დეტალურად წარმოგიდგენთ, რა თანხებზეა საუბარი.

საელჩოს ცალკეულ ანგარიშზე 2 მლნ 380 ათასი ლარი, 57 ათასზე მეტი დოლარი, 2 600 ევრო შეგროვდა.

შეგროვილი თანხით საელჩომ თურქეთში 600 საველე აფთიაქი შეიძინა, რაც უკრაინელ მებრძოლებს ესაჭიროებოდათ და მისი ღირებულება 114 000 დოლარს შეადგენს; 50 000 დოლარი ბავშვთა კვებაზე დაიხარჯა; 90 000 დოლარზე მეტი მიმართული იყო ტაქტიკური მედიცინისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად; 544 000 დოლარზე მეტი სურსათის შესაძენად დაიხარჯა, რითაც ქართული და პოლონური წარმოების თევზის და ხორცის კონსერვები შევიძინეთ.

შეგროვილი თანხიდან საელჩოს განკარგულებაში 845 ლარი, 26 000 დოლარი და 766 ევრო დარჩა. ის თანხები, რომელიც დახმარების სახით შემოდის, ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებების შესაძენად იქნება მიმართული“, - განაცხადა კასიანოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები