მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე მოილაპარაკეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ტრამპმა?

ევროკავშირი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო ზარი განხორციელდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება დათქმულ დროზე გაცილებით ადრე მოხდეს. ამჟამად, სამიზნე თარიღად 2028 წლის 1-ლი იანვარია დასახელებული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. დედლაინი 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გადმოიწევს, ხანმოკლე შეთანხმებების დადება კი 2026 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება.

ცხადია, ამ საკითხის საბოლოოდ დამტკიცებას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა დასჭირდება, თუმცა ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ ტრამპი უნგრეთსა და სლოვაკეთზე მის პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს და ორბანსა და ფიცოს რუსული ნავთობისგან დისტანცირებაზე დაითანხმებს. ორ მხარეს შორის გამართული სატელეფონო ზარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის განხილვას უკავშირდება და მიზნად კრემლის წინააღმდეგ ძალების გაერთიანებას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები