მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზეა ორიენტირებული Blockchain ტექნოლოგია?

5b193fe8c2f16
ელენე ჩომახიძე
07.06.18 18:42
781
"ინტერნეტი დაცული კომუნიკაციისთვის არ შექმნილა, ხოლო Blockchain კონკრეტულად ინფორმაციის დაცულობაზეა ორიენტირებული და მისი შექმნის მიზანიც ეს იყო" - ასე აფასებს Bitfurry Group-ის სამთავრობო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი ვლად რადიში Blockchain-ის ერთერთ უპირატესობას ინტერნეტთან მიმართებით.
გარდა უსაფრთხოებისა ვლად რადიში განმარტავს, რომ Blockchain ტექნოლოგიებმა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა როგორც მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ისე მთავრობასა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობები და რაც მთავარია, ინფორმაციის გაცვლის საშუალებები ეთიკის დონემდე აიყვანა.

"ბლოკჩეინი დღეს უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს იმისთვის რომ ვიყოთ სიმართლის წყარო და პირდაპირი და დაცული ურთიერთობა და ინფორმაციის მიმოცვლა გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს კერძო სექტორი თუ საჯარო" - ამბობს ვლად რადიში.

გარდა ზემოთქმული უპირატესობებისა Bitfurry Group-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ინტერნეტისგან განსხვავებით Blockchain ტექნოლოგია ნდობაზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, სადაც თუნდაც უძრავი ქონების უფლებები გაცილებით უფრო დაცული და ეფექტიანად რეალიზებულია, ვიდრე ინტერნეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები