მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაჟდენ კუპრაშვილი ჰონკონგის იუსტიციის მინისტრს და გენპროკურორს შეხვდა - "შეთანხმდნენ კორუფციის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებაზე"

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ჰონკონგის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) იუსტიციის მინისტრს, ლამ ტინგ-კვოკ პოლს და გენერალურ პროკურორს, იანგ მეი კეი მეგს შეხვდა.

ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

როგორც უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, მამხილებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი - დიმიტრი ტორაძე, განათლების ცენტრის ხელმძღვანელი - ლაშა კილაძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია და ანალიტიკური საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - რევაზ ლაღიძე.

"შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ კორუფციის წინააღმდეგ საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე", - აცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები