ჩემი შინაგანი განწყობა ნამდვილად არ არის, რომ ვიყო აქტიური პოლიტიკით დაკავებული,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მინიშნება მისი მაისური, რომელზეც არის წარწერა "განათლება- ეროვნული იდეა" და აპირებს თუ არა ის ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას, ბახტაძე პასუხობს, რომ მას არ სურს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა, თუმცა, გუნდს ამაზე აქვს მოსაზრებები, რომელსაც ის პატივს სცემს.
“მე ვიქნები ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. რა თქმა უნდა, თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნამდვილად არ არის, რომ მე ვიყო აქტიური პოლიტკით დაკავებული. გუნდს აქვს თავისი მოსაზრება, რომელსაც მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ.
მე მინდა, ხაზი გავუსვა მთავარს - მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტულინ მიზნით და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა და რომელზეც ვისაუბრე”,- განაცხადა ბახტაძემ.

























