„პრემიერისგან მე ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეზე არაფერი ახალი არ გამიგია. ისიც ჩვეულებრივ მიყვება იმ "მესიჯ ბოქსს", გზავნილების რიგს. თუმცა, რაც დრო გადის ეფექტურობა ამ გზავნილების აშკარად სუსტდება, უწევთ ერთი და იმავეს ლაპარაკი, რომ ბიზნესი თავისუფალია და არანაირი ზეწოლა არ ხდება, ამ დროს ბიზნესმენები გამოდიან და იძახიან, რომ არ ვართ თავისუფლებიო“ - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ბიზნესზე ზეწოლა და 2008 წლის ტრანზაქცია განსხვავებული თემები არ არის და ვერც იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობას ასე უნდა.
„რაღაც რჩევა აქვთ აღებული პიარის სპეციალისტებისგან, რომ განაცალკევონ ერთმანეთისგან ეს ორი საკითხი და ამას ხაზი გაუსვა პრემიერმა, რომ უნდა ვილაპარაკოთ ვითომ რაღაც ტრანზაქციაზე და ეს არის მთავარი და არა ბიზნესზე ზეწოლა. ეს საკითხები ვერ განცალკევდება მარტო იმიტომ, მთავრობას ასე უნდა. სინამდვილეში საკითხი ამ ტრანზაქციის შესახებ არ დგას. მთავარი ფუნდამენტური საკითხი, რის გამოც მთელი ეს სიტუაცია შეიქმნა, არის არჩევნების დროს პოლიტიკურად რომელ მხარეს იდგება ბიზნესი“- აღნიშნა მან.

























