მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

BM.GE
24.03.23 10:25
449
პულმან თბილისში“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და მონაწილეობა პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს. ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გასცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახალგაზრდული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში. ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის 3.5 წლიანი პროექტია. 

პროექტი რომელიც 2021 წელს დაიწყო 2025 წლის მაისამდე გრძელდება და 18 მუნიციპალიტეტი უნდა მოიცვას.

სტუმრები: ირაკლი აბაშიძე - ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე;
უჩა ვარამაშვილი - RDYE პროექტის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები