საქართველოში რძის შემცვლელების იმპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ 8%-ით გაზრდილი, 10 ათას ტონაზე მეტი რძის ფხვნილი იყიდა, ვიდრე 2023 წელს.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში ფხვნილების, გრანულების ან სხვა მყარი სახით 10 064 ტონა რძე შემოვიდა, რაშიც 23 მლნ დოლარი გადავიხადეთ. ეს 6%-ით ნაკლებია 2023 წელს ანალოგიური პროდუქტის იმპორტში გადახდილ თანხაზე. მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ იმპორტი გაიაფდა.
რაც შეეხება ძირითად მომწოდებლებს, ლიდერი ბელორუსია. იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
- ბელორუსი - 6 109 ტონა/13.8 მლნ დოლარი;
- ირანი - 1 704 ტონა/3.8 მლნ დოლარი;
- რუსეთი - 1 199 ტონა/2.6 მლნ დოლარი;
- ნიდერლანდები - 575 ტონა/1.6 მლნ დოლარი;
- გერმანია - 241 ტონა/671 ათასი დოლარი.
ამასთან, გაზრდილია რძის პასტის იმპორტი. გასულ წელს ქვეყანაში 45 ტონა, 316 240 დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2023 წლის მაჩვენებელი კი 23 ტონა/145 110 დოლარი იყო.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- ფინეთი - $218.5 ათასი, 30 ტონა;
- უკრაინა - $73.9 ათასი, 11.2 ტონა;
- ბელარუსი - $22.4 ათასი, 3 ტონა;
- საფრანგეთი - $1.6 ათასი, 60 კგ.