მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის ნაწარმის ნაწილი კვლავ მცენარეული ცხიმების შერევით იყიდება

ქვეყანაში რძის ნაწარმის ნაწილი კვლავ მცენარეული ცხიმების შერევით იყიდება. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი რძის ნაწარმზე ლაბორატორიულ კვლევებს იწყებს. ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, პრობლემა თითქმის ყველა რეგიონის ბაზრობებსა და ბრენდირებულ სუპერმარკეტებშია. როგორც ვახტანგ კობალაძე აღნიშნავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ობიექტების შესამოწმებლად საკმარისი რესურსი არ აქვს და წელიწადში მხოლოდ 100 ნიმუში მოწმდება, რაც საკმარისი არ არის. რა ვითარებაა ბაზარზე და რატომ ითხოვს კერძო სექტორის ნაწილი კონტროლის გამკაცრებას და ცნობიერების ამაღლების კამპანიის გააქტიურებას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები