მთავრობამ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდა. მოასწრო თუ არა ბიზნესმა რეგულაციებზე მორგება და რა დარღვევები დაფიქსირდა ერთ წლიან გარდამავალ პერიოდში, - თემაზე “საქმიან დილასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახა სოხაძე საუბრობს.
- ბატონო კახა, რამდენად მოერგნენ ბიზნეს ოპერატორები ახალ რეგულაციებს?
- აუცილებლობა დადგა, რომ ქვეყანაში ისეთი ტექნიკური რეგლამენტი არსებულიყო, რომელიც რძის ნაწარმის სამომხმარებლო ბაზარს დაარეგულირებდა. ეს შეკვეთა იყო, როგორც მომხმარებლისგან, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებისგან. ტექნიკური რეგლამენტი გასული წლის 4 აპრილს დამტკიცდა და 1 აგვისტოს ძალაში შევიდა. მინდა, აღვნიშნო, რომ ამის შესახებ ყველა ინფორმირებული იყო, მათ შორის რძის პროდუქტების ბიზნესის მწარმოებლები.
- რა იცვლება რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის?
- მომხმარებლისთვის ის იცვლება, რომ ის იმ პროდუქტს ყიდულობს, რისი მოლოდინიც აქვს. ისტორიულად რძის ნაწარმი ძროხის რძისგან მიღებული პროდუქტებია, მასში არანაირი ინგრედიენტი არ არის გარეული და ის ფართო მოხმარების სურსათია. ესენია: არაჟანი, ხაჭო, ყველი, მაწონი, კარაქი, იოგურტები და ა.შ. ძალიან ფართო სპექტრია.
- საუბარი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტი ნაყინს არ ეხება, კიდევ რას აღარ ეწერება რძის პროდუქტი?
- ნაყინი ამ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება, ვინაიდან ნაყინი კლასიკურად რძის ნაწარმი არაა, თუმცა იგი რძის ფუძეზე შეიძლება იქნას დამზადებული. იოგურტი კი რძის ნაწარმია და შესაბამისად რეგულირდება აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით.
- ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ფასების ცვლილებებზე ხომ არ იმოქმედებს?
- ამდენი ხნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფასები არ შეცვლილა. ვინაიდან ეს ნიშა მანამდეც არსებობდა. ნაწარმის ფასები, რომელიც მხოლოდ რძისგან იყო დამზადებული, არ შეცვლილა. შარშან, როდესაც ეს ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შევიდა იგი უშვებდა ისეთ მიდგომას, რომ შესაძლებელი იყო ბაზარზე არსებულიყო მიმსგავსებული დასახელების პროდუქტი, ანუ რძის შემცველი პროდუქტი. ამით ბიზნესისადმი კეთილი ნება იქნა გამოხატული, რათა მათ საკმარისი გარდამავალი პერიოდი ჰქონოდათ და ახალ მიდგომებზე რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტით გადართულიყვნენ. ბოლო დღეებში განხორციელებულმა კონტროლის პროცედურებმა რაიმე დარღვევები არ აჩვენა.
- გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა დარღვევები?

- დარღვევები იყო, ვინაიდან ნებისმიერ ახალ რეგულირებაზე გადასვლა ადვილი არაა და გარკვეულ საკითხებთან არის დაკავშირებული, მათ შორის მენტალურად, ტექნოლოგიურად და ა.შ. აქედან გამომდინარე, დარღვევები იყო. მიმდინარეობდა, როგორც ეტიკეტირების კონტროლი, ასევე ამ პროდუქტების შემადგენლობის კონტროლი ლაბორატორიული თვალსაზრისით. დარღვევების რაოდენობა საკმარისად იყო, თუმცა ახლა ეს სტატისტიკა აბსოლუტურად პოზიტიურია და ასეთი თითქმის ერთეული შემთხვევებია.
- გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში რა სახის სანქცია იქნება ჯარიმის სახით?
- ეტიკეტირების დარღვევის პირველ შემთხვევაში ჯარიმა 400 ლარია. თუ იგივე პირი ერთი წლის განმავლობაში, იმავე სამართალდარღვევას გაიმეორებს, ჯარიმის რაოდენობა უკვე 1200 ლარამდე იზრდება. სურსათის შესახებ ეროვნული კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში, გაფრთხილებას არ ითვალისწინებს. ჩვენი სააგენტო ინფორმაციულ კამპანიას ძალიან ფართო მასშტაბით ახორციელებდა.

- რის საფუძველზე ხდება ლაბორატორიული შემოწმებები და გაგრძელდება თუ არა ასეთი შემოწმებები?
- ლაბორატორიული შემოწმებები კონტროლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. შემოწმებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ყოველწლიური პროგრამები არსებობს სააგენტოში. ასეთი კონტროლი შეეხება რძის ნაწარმს და რძის შემცვლელ პროდუქციას, რათა გამოვლინდეს ხდება თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ასევე ეტიკეტირების და საწარმო ეტაპების კონტროლიც გაგრძელდება, რომ გავიგოთ თუ რა ნედლეულს იყენებს ესა თუ ის ბიზნეს ოპერატორი კონკრეტული პროდუქტის საწარმოებლად. ეს მუდმივმოქმედი პროცესია.