მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რძის პროდუქტების მწარმოებლებს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, თუმცა, ცვლილება აუცილებელია"

5b912e232e9db
თეო ივაშჩენკო
06.09.18 17:36
858
„შესაძლებელია, რძის პროდუქტების მწარმოებლებს პრობლემები შეექმნათ, თუმცა, ეს ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია”,- ასე აფასებს მეყველე ანა მიქაძე რძის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის დაწესებულ ახალი რეგულაციას bm.ge-სთან ინტერვიუში.

ახალი რეგულაცია ძალაში 2019 წლის პირველ იანვარს შევა და რძის ჩამბარებელ-გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არაიდენტიფიცირებული პირუტყვისგან მიღებული რძის ჩაბარებას აკრძალავს.

ანა მიქაძის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილება მწარმოებლებს ჩაბარებული პროდუქტის უვნებლობის მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს, რადგან რძის ლაბორატორიული შემოწმებები მხოლოდ სამ თვეში ერთხელ ტარდება პროცედურის ძვირადღირებულობის გამო.

„ვთქვათ, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელი 100 სული ვაქცინირებული და აღრიცხული საქონლის რძეს იბარებს, მას ეძლევა საშუალება, რომ პრობლემის ან რძეში არასასურველი პათოგენის აღმოჩენის შემთხვევაში, ზუსტად განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი 100 ძროხისგან მიიღო არასასურველი პროდუქტი. ამის შემდეგ ყველა აღრიცხულ მსხვილფეხს ხელახლა გადაამოწმებს შესაბამისი სამსახური და რომელ პირუტყვსაც აღმოაჩნდება დაავადება, მისგან შევაჩერებთ რძის მიღებას,“ - განაცხადა ანა მიქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები