რძის საწარმოების აღჭურვისთვის 2 მილიონზე მეტი დაიხარჯება
თამუნა დემეტრაშვილი
31.10.18 16:23
• 490
რძის გადამამუშავებელი საწარმოების აჭურვისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული ფულით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო რძის, კეფირისა და იოგურტის პოლიეთილენის ბოთლებში ჩამომსხმელ ტექნოლოგიურ ხაზებს შეიძენს. როგორ bm.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, აღჭურვილობა ახალქალაქში, დმანისსა და წალკაში მდებარე 3 საწამოს გადაეცემა. საწარმოები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ კოოპერატივებს უნდა გადაეცეს თანადაფინანსების პრინციპით, თანხის სახელმწიფოსთვის დაბრუნება კი მათ 8 წლის შემდეგ უნდა დაიწყონ.