მესაქონლეობის მიმართულებით მომავალ წელს სახელმწიფოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმები ამოქმედდება. კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, რძის და ხორცის წარმოების ზრდა/ განვითარებისთვის სამი ახალი ქვეკომპონენტი შედის ძალაში, ეს ეხება მაღალპროდუქტიული მერძეული და მეხორცული მიმართულების ფერმის დაფინანსებას, სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის და მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებას. ცვლილებით, ნაცვლად 4 წლისა, თანადაფინანსება 7 წლის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება მცირე ფერმერულ მეურნეობებს, მათზე 40,000 ლარის ფარგლებში საგრანტო დაფინანსების გაცემა განხორციელდება.
რამდენად არის მორგებული სახელმწიფო პროგრამა ფერმერთა მოთხოვნილებებს, რატომ სჭირდება დარგს სუბსიდირება და შესაძლებელია თუ არ ამ კუთხით გარდატეხის შეტანა - მომავლის ფერმერის დამფუძნებელთან ერთად შევაფასებთ რძის წარმოების ბაზარზე არსებულ გამოწვევებს.
სტუმარი: რუსუდან გიგაშვილი - „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი;