სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 98.3 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.4 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 15.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.2 პროცენტით აღემატება.