მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი მკაცრდება;

სურსათის ეროვნული სააგენტო იმპორტირებული რძისა და რძის პროდუქტების კონტროლს ამკაცრებს- შესაბამისი განცხადება დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერდა. კონტროლი გამკაცრდება საზღვრებზეც. კერძოდ, სეს-ის ცნობით, მოხდება ყველა იმპორტირებული პროდუქციის ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში შემოწმება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფლის ნობათის პროდუქციაში, რომელიც აზერბაიჯანიდან იყო იმპორტირებული აფლატოქსინი გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები