მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Real Madrid მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბად დასახელდა

5cdd7606971ae
BM.GE
16.05.19 22:00
821
ესპანური საფეხბურთო კლუბი Real Madrid მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ბრენდად დასახელდა. Brand Finance-მა მსოფლიოს 50 ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბის რეიტინგი დღეს წარადგინა.

პირველ პოზიციაზე მყოფი მადრიდის რეალის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 27%-ით არის გაზრდილი და მთლიანობაში, 1,646 მილიარდი ევრო შეადგინა.
ესპანურმა კლუბმა ინგლისურ „მანჩესტერს“ გაუსწრო, რომლის ღირებულებაც 5,8%-ით დაეცა და 1,472 მილიარდი ევრო დაფიქსირდა.

მესამე პოზიციაზე კატალონიის ბარსელონას საფეხბურთი კლუბი მოხვდა 1,393 მილიარდი ევროთი, ხოლო მეოთხე ადგილი ბავარიის მიუნხენს ერგო, რომლის ღირებულებამაც 1, 314 მილიარდი ევრო შეადგინა.

50-ეულში კიდევ რამდენმე ესპანური კლუბი მოხვდა, მათ შორის მადრიდის "ატლეტიკო" , სევილია, ვალენსია და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები