მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეალიზებული პროდუქციის ანაზღაურების ვადები მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის გამოწვევად რჩება;

მთავრობის კანცელარიაში გაკეთებული განცხადებების თუ გადაწყვეტილებების ფონზე ფასების თემა მმართველი გუნდის პრიორიტეტში რჩება. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და დისტრიბუტორებისთვის სარესტორნე და რითეილ სექტორთან ურთიერთობისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების ვადები რჩება. როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, ხშირ შემთხვევაში რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ ანაზღაურების ვადები 2-3 თვესაც შეადგენს, რაც საბოლოოდ მიმწოდებლებს საბრუნავი საშუალებების დეფიციტის წინაშე აყენებს. როგორც ირკვევა, ეს გამოწვევა აქტუალურია მათ შორის მეღვინეობის დარგისთვის, რომლისთვისაც პროდუქციის რეალიზებისთვის ერთ-ერთი არხი ჰორეკა სექტორია. რა გამოწვევებს აწყდებიან ადგილობრივი მწარმოებლებისთვის და დისტრიბუტორებისთვის სარესტორნე და რითეილ სექტორთან ურთიერთობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები