"რეალურ ჭარბვალიანობასთან საქმე არ გვაქვს" - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში Okay-ის მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ ფერიაშვილმა განაცხადა.
"კრედიტების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების მთავარი არგუმნეტი არის ჭარბვალიანობა. ის ითვლება ასე - როგორია სამომხმარებლო სესხების საერთო მოცულობა ქვეყნის შიდა მზარდ პროდუქტთან მიმართებაში. ჩვენთან ეს ციფრი არის დაახლოებით 30%, მაშინ როცა ევროპაში არის 60%, აშშ-ში - 85%, 2013 წელს კურსი რომ შიცვალა იქიდან გამომდინარე გაიზარდა პროცენტიც, თორემ 2013 წლისთვის 15% იყო. ასე რომ რეალურ ჭარბვალიანობასთან საქმე არ გვაქვს.
შეზღუდვების დაწესებისას, ბანკების შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ არგუმნეტი მოიტანოს, რომ იქ დეპოზიტარების ფულია და თუ მომხმარებელი დაკარგავს გადახდისუნარიანობას, ბანკს კრედიტს უკან ვეღარ დაუბრუნებს; შესაბამისად, ქვეყნის სიმდიდრე, ამ დეპოზიტების სახით დადგება საფრთხის ქვეშ. სხვა ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომელთაც დეპოზიტების მიღება ეკრძალებათ და საკუთარი კაპიტალით მუშაობენ, საერთოდ ნონსენსია, რომ რაიმე შეზღუდვა გაავრცელო; ის ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ ფულს დაკარგავს და ჭარბვალიანობაც რომ გამოიწვიოს, ეს მომხმარებლის და მისი ურთიერთობაა და არანაირად არ ეხება ქვეყნის ეკონომიკას“ - განაცხადა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.