მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეალურად, პანდემიის დროს კადრები მივატოვეთ, ახლა მათ ჩვენი უნდობლობა აქვთ“, - სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელი

634cfe9daef70
ინგა მურუსიძე
17.10.22 23:00
536
სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელმა გადაცემაში „ქალების ნარატივი" კადრების დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა. როგორც თამარა ბაღდავაძე ამბობს, რეალურად სასტუმრო და სარესტორნო სექტორმა პანდემიის დროს კადრები მიატოვა და თვითგადარჩენაზე იზრუნა, ტურიზმის აღდგენის შემდეგ კი ამ ბიზნესიდან წასულ თანამშრომლებს უკან დაბრუნება აღარ სურთ.

„როდესაც პანდემიის შემდეგ ტურიზმი ისევ გაიხსნა, სარესტორნო და სასტუმრო სექტორი იყო პირველი, სადაც დღის წესრიგში კადრების დეფიციტის საკითხი დადგა. რეალურად, ჩვენ ისინი პანდემიის დროს მივატოვეთ. მართალია, 2 თვე შევძელით მათი შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის დროს თვითგადარჩენაზე ზრუნვა მოგვიწია. მაგ პერიოდში კადრები გადავიდნენ სხვა სექტორში, ძალიან ბევრმა საქართევლო დატოვა. უკან დაბრუნებაზე უნდობლობა გაუჩნდათ ამ სექტორის მიმართ. შეიძლება ცოტა განაწყენებულიც არიან, რომ ვერ შევინარჩუნეთ ისინი", - განაცხადა თამარა ბაღდავაძემ.

"კოსტეს" დამფუძნებელი ამბობს, რომ ახალი კადრების მოზიდვის პროცესში სექტორს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს.

„ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ახალი კადრების გაზრდაში. მათ ახალი მოთხოვნები უნდა დავუკმაყოფილოთ - უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ ვეტყვით, რომ ვეღარ გადავუხდით ხელფასს და ა.შ", - თქვა ბაღდავაძემ.

სახელფასო ფონდთან დაკავშირებით თამარა ბაღდავაძე ამბობს, რომ პროფესიული განათლების დაბალი დონე მაღალი ხელფასების გადახდის საშუალებას არ იძლევა.

„სამწუხაროდ, პროფესიული განათლება არ არის ისეთ დონეზე, რომ გადაიხადო მაღალი ხელფასი. ყველა დამფუძნებელს და ხელმძღვანელს სტრატეგია აქვს ჩადებული იმისთვის, რომ თანამშრომელი გაიზარდოს, დააწინაუროს და ხელფასიც მოუმატოს, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე მხრიდან არ არის განვითარების სურვილი. დღევანდელ თაობას ურჩევნია არა ვერტიკალურად გაიზარდოს, არამედ ცოტა ჰორიზონტარულად და ერთი სექტორიდან მეორეში გადავიდეს, იქაც სცადოს თავის თავი", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები