ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების დეფიციტია - კლინიკების წარმომადგენლები ჯანდაცვის სექტორში არსებულ მორიგ გამოწვევაზე საუბრობენ. კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ კლინიკებისთვის რეანიმაციის ახალი სანებართვო პირობების ამოქმედების შემდეგ, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა შემცირდა. მისი თქმით, ამ გარემოებას რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც დაემატა, რამაც საწოლების დეფიციტი გამოიწვია. ჩუხრუკიძის თქმით, შექმნილი ვითარება მიხეილ სარჯველაძის წინამორბედის გუნდს და პოლიტიკას უკავშირდება, რომლებმაც ეს შედეგი ვერ გათვალეს.