მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Red Bull-ის და დიტრიხ მატეშიცის ისტორია

BM.GE
31.10.22 01:29
281
ამ კვირაში, კომპანია Red Bull-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ავსტრიელი მეწარმე, დიტრიხ მატეშიცი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მატეშიცის სახელს უკავშირდება არა მარტო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ენერგეტიკულ სასმლის, Red Bull-ის შექმნა, არამედ არაერთ ექსტრემალურ სპორტში Red Bull-ის გუნდის მიერ მოპოვებული უამრავი გამარჯვება, მათ შორის, ავტომობილების უმაღლეს სარბოლო ლიგა Formula 1-ში. აღსანიშნავია, რომ Red Bull-ის გუნდმა Formula 1-ის ჩემპიონობა უკვე მეხუთედ სწორედ დღეს მოიპოვა. რბოლის ლიდერისა და ჩემპიონის, მაქს ვერსტაპენის განცხადებით, Red Bull Racing-ის ეს გამარჯვებაცა და ჩემპიონობაც მატეშიცის ხსოვნას ეძღვნებოდა.