რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ნოვოსიბირსკი - ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს. კომპანიის ინფორმაციით, ფრენები რუსული წარმოების Tu-204 და Tu-214 ტიპის თვითმფრინავებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ორჯერ შესრულდება. პირდაპირი ფრენები ბათუმიდან 25 მაისს დაიწყება.
ამ ეტაპზე ქართულ საავიაციო ბაზარზე ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Redwings დაფრინავს. 2023 წელს მთავრობამ ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკის და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა. 2025 წლის სტატისტიკით Redwings-ი ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ავიაკომპანიაა გადაყვანილი მგზავრების მიხედვით.




























