მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2 - ღვინის სექტორი საქართველოში - ინტერვიუ შალვა ქურდაძესთან / 16.11.2023

ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს ექსპორტში ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველოდან უკვე განხორციელდა 193,5 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,6%-ია.

ევროკავშირის მიმართულებით გასული წლის 9 თვესთან შედარებით ექსპორტში კლება ფიქსირდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით ევროკავშირში ღვინის ექსპორტი გაზრდილია. მიმდინარე წლის 9 თვის მდგომარეობით eu-ში უკვე გადაიტვირთა 21,4 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო.

რუსეთის ფედერაცია კი კვლავ რჩება ქართული ღვინისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად. თუ მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში 193,5 მილიონი დოლარის ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე, აქედან 129 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო სწორედ რუსეთში გავყიდეთ, ანუ მთლიანი ექსპორტის 67% მოდის რუსეთზე.

რატომ რჩება დღემდე რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება ღვინის სექტორისთვის გადაუჭრელ დილემად, რა მნიშვნელობა აქვს ბაზრების დივერსიფიცირებას და გვჭირდება თუ არა უფრო მძლავრი მარკეტინგული კამპანია სამიზნე ბაზრებზე?

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - #BMG-ის ჟურნალისტი;

სტუმარი: შალვა ქურდაძე - „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები