მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2 - ჰოსპიტალური სექტორი საქართველოში - ინტერვიუ ზაზა სოფრომაძესთან / 05.10.2023

ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეების ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მოტივით არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია შემოიტანა ამ სექტორში.

შეიცვალა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ანაზღაურების სისტემა, დაწესდა მინიმალური ხელფასის ზღვარი ექიმებისა და ექთნებისათვის, ახალი სანებართვო სტანდარტები განესაზღვრათ რეანიმაციულ და ქირურგიულ განყოფილებებს. 2025 წლიდან კი სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადია პროცესია.

როგორ უმკლავდება ჯანდაცვის სექტორი ყველა ამ ცვლილებას, რეალურად ემსახურება თუ არა ეს რეგულაციები სამედიცინო სერვისების ხარისხის ზრდას და როგორ უნდა იგრძნოს ხელშესახები შედეგი პაციენტმა.

#რედაქტ2-ის სტუმარი ზაზა სოფრომაძეა, რომლსაც სამედიცინო განათლება აქვს, არის 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 2014 წლიდან 2018 წლის მაისამდე იგი მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე, ხელმძღვანელობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს. 2022 წლის სექტემბრიდან მან კერძო სექტორში გადაინაცვლა და ახლა ის "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის" აღმასრულებელი დირექტორია.

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - #BMG-ის ჟურნალისტი;

სტუმარი: ზაზა სოფრომაძე - “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის” აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები