საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იმყოფება. არტურ ლორკოვსკი უკვე შეხვდა ვიცე პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები ენერგეტიკის სექტორში. ბუნებრივია, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ენერგეტიკული ბირჟის დღით ადრე და დღიური ბაზრების გარდამავალი მოდელი, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მოქმედებს, შეხვედრის თემა იყო აგრეთვე გადამცემი სისტემის ოპერატორების გამიჯვნის საკითხი, რაც საქართველოსთვის გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულების ნაწილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი , რაც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში გადადგა, არის 2016 წელს საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან, რაც ძალაში შევიდა 2017 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმი და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. აღნიშნულ დოკუმენტებში პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირის ის დირექტივები და რეგულაციები, რომელთა იმპლემენტაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს. მათ შორისაა ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია, გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევების ე.წ ანბანდილინგის ვალდებულება, ბირჟის ამოქმედება და ასე შემდეგ, რა რეფორმებშიც საქართველოს სამწუხაროდ, ჩამორჩენა აქვს. როგორ ასრულებს საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებულ ვალდებულებებს, როგორ ეხმარება energy community ამ პროცესში ქვეყანას და რა მექანიზმები შეიძლება იქნას გამოყენებული საქართველოს მიმართ
- სტუმარი: არტურ ლორკოვსკი - "ენერგეტიკული გაერთიანების" დირექტორი;
- ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი;
სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფს NG Georgia