მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ინტერვიუ გიორგი ბარკალაიასთან / 01.02.2024

“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 2013 წლიდან შემოვიდა და როგორც თავად უნივერსიტეტში ამბობენ, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერნაციონალიზაციის დონის მქონე უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. სასწავლებლის აკადემიური პერსონალის მესამედზე მეტი უცხოელია და მასში 4 500 სტუდენტი ირიცხება. უნდა აღინიშნოს, რომ ნიუ ვიჟენის კურსდამთავრებულები 90 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი.

უნივერსიტეტში 7 სკოლაა, რომელიც სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო პროგრამებს: სამართლის, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, პოლიტიკისა და დიპლომატიის, მედიცინის, სტომატოლოგიის, მედიისა და კომუკაციების, სპორტის მეცნიერებების სთავაზობს.

განათლების დარგში 10-წლიანი ოპერირების შედეგად “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა” წლების განმავლობაში თავისი მართვის ქვეშ სხვადასხვა ბიზნესი გააერთიანა, იქნება ეს საუნივერსიტეტო კლინიკა, სალიზინგო კომპანია თუ ინვესტიციები სპორტში, თუმცა უნივერსიტეტის მენეჯმენტი განვითარებას აგრძელებს და განათლებასთან ერთად სხვა მიმართულებებში ინვესტირებას გეგმავს.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;

სტუმარი: გიორგი ბარკალაია - “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები