მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ინტერვიუ თამაზ დაუშვილთან, “დიოს" მმართველ პარტნიორთან / 19.10.2023

კომპანია „დიოს" ქართულ ბაზარზე ოპერირების 27-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე გაიზარდა. შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტიც. კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს - მეტალპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციას და ინდუსტრიული პროდუქტებს.

დღეს კომპანიის მართვაშია საწარმო, შოუ რუმი, და 5 ფილიალი - თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. “დიო” უკვე რამდენიმე წელია ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატებს ფლობს. დაფუძნებიდან კომპანიაში გაცხადებული აქვთ, რომ ბაზარზე ინოვაციური მიდგომით უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტს ქმნიან, რათა ადგილობრივად მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის მქონე პროდუქციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. ამისთვის კომპანია 70 მომწოდებელთან თანამშრომლობს და ადგილობრივად 200-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.

თამაზ დაუშვილი პროფესიით ეკონომისტია. დაუშვილების საოჯახო ბიზნესის ხანგრძლივ ოპერირებაში კი ის სხვადასხვა დროს განსხვავებულ პოზიციებზე იყო ჩართული და არამხოლოდ კომპანიის განვითარების სტრატეგიას განსაზღვრავდა, არამედ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საჭირო კავშირებს ამყარებდა. “დიოს” დამფუძნებელი დღეს კომპანიაში ირმა და თამარ დაუშვილებთან ერთად მმართველ პარტნიორობას იზიარებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის მედიასთან თანამშრომლობის კუთხითაც საკმაოდ აქტიურია და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ყოველთვის წარმოადგენს ბიზნესის ხმას.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - BM.GE-ის რედაქტორი;

სტუმარი: თამაზ დაუშვილი - “დიოს" მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები