განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა და ამ მიმართულებით რიგი ცვლილებების გატარებაზე ზრუნვაც უკვე დაიწყო. ცვლილება პროფესიული განათლების შესახებ კანონში, კერძო-საჯარო პარტნიორობის შეთავაზება ბიზნესს, დაფინანსების კუთხით, რომლის ფარგლებშიც პირველი კოლეჯის დაარსებაც უკვე დაანონსდა, პროფესიულ განათლებაში დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება და ა.შ. როგორც ხედავთ, ყველაფერი ჯერ მხოლოდ ანონსია. რამდენად მიმზიდველია ბიზნესისთვის სახელმწიფოს შეთავაზებები, ან რამდენად გაიზრდება ინტერესი პროფესიული განათლების მიმართ, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა მანამდე მინდა ვისაუბროთ უკვე არსებულ, 2021 წელს შექმნილ პროფესიულ სასწავლებელზე… შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიის” დირექტორი, თინა მახარაძე გვყავს სტუმრად, მაგრამ ვიდრე მასთან საუბარს დავიწყებთ, მინდა სკოლის შესახებ მოგიყვეთ. “პატარა შვეიცარია” დმანისში, 2021 წელს, 13 მილიონამდე ინვესტიციით შეიქმნა და დღეს უკვე პროფესიულ სასწავლო პროგრამებთან ერთად ყველის ქარხანას, ძროხების ფერმას, ტრენინგ-ცენტრს, ტექნიკის საწყობებს და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის საჭირო ყველა სხვა კომპონენტს აერთიანებს.
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - #BMG-ის რედაქტორი;
სტუმარი: თინა მახარაძე - შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორი; “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერი;