მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ინტერვიუ ტურიზმის ექსპერტთან - როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი? / 04.07.2024

როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი, რამდენად მზად ხვდება ქვეყანა ტურისტებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გავშლით დღეს ჩვენს სტუმართან ერთად, თუმცა მანამდე მიმოვიხილოთ არსებული ვითარება. პირველ კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 808 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი.

2024 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული 808 მილიონი დოლარის შემოსავალი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მცირედით, 1.5%-ით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ტურიზმიდან შემოსავლების მეხუთედზე მეტი მეზობელ რუსეთზე მოდის. მას მოსდევს თურქეთი, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ირანი, ბელარუსი და საუდის არაბეთი.

2024 წლის I კვარტალში გაიზარდა ადგილობრივი ტურიზმიც. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა წლიურად 8%-ით გაიზარდა და მილიონ 277 ათასი იყო. ვიზიტების რაოდენობა კი თითქმის 7%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

როგორ უნდა შეცვალოთ ტურისტების გეოგრაფია და საჭიროა თუ არა საერთოდ ეს?

სტუმარი: ვანო ვაშაყმაძე - ტურიზმის ექსპერტი, სამთო გიდი;

ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - BMG-ის რედაქტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები