2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯამში 328 147 სამართალდარღვევა დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლიდან ქვეყანაში სავალდებულოა, დღეს არც თუ ცოტა მძღოლი ქალაქში ისევ გაუმართავი ავტომობილით გადაადგილდება.
რეფორმის მიმდინარეობისას არაერთხელ დადგა საკითხი, რომ წინსვლა არ იყო და საჭირო იყო ცვლილებები. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობას, ასევე საფასურს რასაც ტექნიკური ინსპექტირებისთვის ვიხდით. საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები განხორციელდა. როგორ მიმდინარეობს რეფორმა 5 წლის თავზე, როგორ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც ჰქონდა თუ აქვს ქვეყნის მასშტაბით უდიდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების კომპანიას?!
სტუმარი: ვახტანგ ებიტაშვილი - კომპანია "გრინვეის" გენერალური დირექტორი;
ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #BMG ჟურნალისტი;