მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: მეტალოპლასტმასისა და მინის წარმოება - LGG / ინტერვიუ ზურაბ გიორგაძესთან / 02.11.2023

კომპანია LGG 20 წელზე მეტია ბაზარს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით ამარაგებს და ახლა უკვე მინის საწარმოსაც ფლობს. ბიზნესი, რომელიც დამფუძნებელმა 14 ათას დოლარად დაიწყო, უკვე ბაზრის 12%-ზე მეტს მოიცავს და ქართულ ბაზარზე ოპერირებასთან ერთად ექსპორტზეც გადის.

სტუდენტმა ზურა გიორგაძემ LGG იჯარით აღებულ ფართში გახსნა, 2006 წელს პირველი საწარმოო ააშენა, ამის შემდეგ იყო მეორე საწარმო, კვლავ თბილისში, 2008 წელს, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში უკვე მესამე, მინის მწარმოებელი საწარმო მხოლოდ არა თბილისში, არამედ ახლა უკვე წეროვანში.

LGG 15-მდე პროდუქციას აწარმოებს და მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის, iso-ს სერტიფიკატის მქონე მეტალოპლასტმასის, ალუმინის და მინის პროდუქტს სთავაზობს.

ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - #BMG-ის რედაქტორი;

სტუმარი: ზურაბ გიორგაძე - #LGG-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები