მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: მშენებლობის სექტორი საქართველოში - ინტერვიუ დავით გიგინეიშვილთან / 18.07.2024

სამშენებლო სექტორში არსებული გარკვეულწილად ქაოტური მდგომარეობის სისტემური ცვლილება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ძირეული ცვლილებისთვის საფუძველი შექმნა ახალმა სამშენებლო კოდექსმა.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო და ის 2020 წლის 3 ივნისს ამოქმედდა. კოდექსი შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის მიმართ სისტემატიზირებულ ჩარჩო ხარისხობრივ მოთხოვნებს გვთავაზობს და მისი მიზანია უსაფრთხო მშენებლობა, ხარისხის ამაღლება და სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება.

რეფორმამდე არსებული მდგომარეობა სამწუხაროდ, დღემდე შენარჩუნებულია. კერძოდ, სისტემურ შეუთავსებლობას ქმნის ის, რომ დღემდე შენობების ნაწილი საბჭოური “ე.წ “სნიპებით” შენდება. ქვეყანა ამავე დროს 37 ქვეყნის ტექნიკურ რეგლამენტს აღიარებს, რის გაუქმებასაც სამშენებლო ნორმების ევროპულ სტანდარტზე გადაწყობა ბუნებრივია თავისთავად გამოიწვევს.

ქვეყანას ოფიციალურად აქვს გაცხადებული კონსტრუქციული ნაწილის ევროკოდებზე გადაწყობის გეგმა. ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ევროკოდების თარგმნის და დანერგვის პროცესი საქართველოში დაწყებულია. ბუნებრივია, ამან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში უსაფრთხო სამშენებლო ნორმების დამკვიდრებას.

რას შეცვლის ევროკოდები მშენებლობაში?

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - #BMG-ის ჟურნალისტი;

სტუმარი: დავით გიგინეიშვილი - საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის დირექტორი და კომპანია “პროგრესის” დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები