ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საეჭვო ქვეყნებიდან, გაურკვეველი წარმოშობის ონკოლოგიური მედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ონკოლოგია ჩართული. ამის შესახებ ექსმინისტრი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომელშიც ზურაბ აზარაშვილი უწყებაში მუშაობის 2-წლიან საქმიანობას აფასებს.
მისი შეფასებით, სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებამ ძვირად ღირებული წამლების ფასი 50%-ით შეამცირა და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შექმნა, თუმცა მისი აზრით, სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, რაზეც სამინისტრო და შესაბამისი უწყებები მუშაობენ.
ზურაბ აზარაშვილი დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში 2-წლიან საქმიანობას აჯამებს და სხვადასხვა რეფორმების წარმატებაზე წერს. მისი თქმით, ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან შესაცვლელი პროპორციაა.
რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე, როგორ აფასებს ყოფილი მინისტრის საქმიანობას და რა მოლოდინი აქვს სექტორს?
ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #რედაქტ2-ის წამყვანი, #bmg-ის ჟურნალისტი;
სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი;