მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: როგორ ვითარდება გასტროტურიზმი საქართველოში? - ინტერვიუ ქეთი კვიჭიძესთან / 23.11.2023

2023 წელს საქართველო საერთაშორისო მოგზაურის 6 მილიონ ნახევარ ვიზიტს ელის. რაც შეეხება შემოსავლების პროგნოზს, უწყებაში ტურიზმიდან 4.4 მლრდ დოლარის შემოსავლის მიღებას ელიან. მონაცემები აღნიშნულია დოკუმენტში, “ტურიზმის ინდუსტრიის მიმოხილვა და დაგეგმილი აქტივობები”.

ოფიციალური მონაცემებით, წელს პირველ 9 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან 5 მილიონ ნახევარი ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი წლის მაჩვენებლის მხოლოდ 76.9%-ია, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ს შეადგენს.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 3 655 576 იყო. ეს რიცხვი პანდემიამდე ნიშნულს ჩამორჩება, ხოლო 2022 წელთან შედარებით კი 35.2%-ით მეტია.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ ამ მიმართულებიდან 3.3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი 2019 წლის შემოსავალს აღემატება.

ქვეყნების ჭრილში ვიზიტების მიხედვით პირველ ხუთეულს რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ისრაელი და აზერბაიჯანი ავსებენ.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიმოხილვა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორს მედიისგან დამოუკიდებლად, შეხვედრაზე გააცნო, მიუხედავად თხოვნისა, პრეზენტაცია bm.ge-ის არ მიაწოდეს, თუმცა ჩვენ მიმოხილვა სექტორის წარმომადგენლებისგან მივიღეთ.

ამავე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იანვარ-სექტემბერში ტურისტული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი განთავსების საშუალებებზე მოდის; რეიტინგში მეორე ადგილს შოპინგი იკავებს, მესამეს - საკვები და სასმელი, მეოთხეს - რეკრეაციული, კულტურული და სპორტული აქტივობები, მეხუთეს - ადგილობრივი ტრანსპორტი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებელი განთავსების საშუალებებს, შოპინგს, საკვებს და სასმელს აქვს.

როგორ ჩაიარა ტურისტულმა წელმა, რა წილი აქვს დარგის განვითარებაში გასტრონომიას, რას ფიქრობს სექტორი ტურიზმის ახალ კანონზე და რა პრობლემები აქვს დარგს?

სტუმარი: ქეთი კვიჭიძე - გასტრონომიული ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი;

ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - #BMG რედაქტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები