მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: როგორ ვითარდება ქართული ლუდის ბაზარი? - ინტერვიუ ნიკოლოზ ხუნძაკიშვილთან / 06.11.2023

საქართველოში ლუდის უმსხვილესმა მწარმოებელმა “ნატახტარმა” 2022 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, კომპანიის მთლიანი შემოსავლები, ასევე წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულამდეა გაზრდილი.

ანგარიშის მიხედვით, შემოსავლები ასე ნაწილდებოდა: სს “ლომისი” (“ნატახტარი”) - შემოსავალი 2022 წელს 200.4 მილიონი ლარი, ზრდა 53.2 მილიონი ლარი; რაც შეეხება წმინდა მოგებას, “ნატახტარმა” 37 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წლიურად 3 მილიონით მეტი იყო.

“ნატახტარის” ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი ადგილობრივი გაყიდვებიდან 110.7 მილიონი ლარი იყო, საექსპორტო შემოსავალი კი 89.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ნატახტარის” აქტივების ზომა 126 მილიონი ლარია. კარგად მიმდინარეობს 2023 წელიც, როგორც ლუდის ასევე არაალკოჰოლური სასმელების მიმართულებიც საქართველოდან ექსპორტის ზრდა გვაქვს.

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #BMG-ის ჟურნალისტი;

სტუმარი: ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები