მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: "რუსული კანონი" და საზოგადოების განწყობა - ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან / 29.04.2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ე.წ რუსული კანონის მეორე მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას არ აკლდა ხმაური და დაპირისპირება. იურიდიული კომიტეტიდან, შვიდი დეპუტატიც გააძევეს. ბოლო დეპუტატი, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა, ანი წითლიძე იყო. მანამდე კი გააძევა გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი. ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს კითხვის დასმის პროცესში მიკროფონს უთიშავდა და აცხადებდა, რომ მათი კითხვები არის პირველი მოსმენის პროცედურა და რეგლამენტის დარღვევა. ამას კი ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატების დარბაზიდან გაძევების მიზეზი სწორედ ეს გახდა. რამდენიმე დეტალი სხდომიდან… დაელოდება თუ არა „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის პოზიციას? - ამ კითხვაზე საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილება შესწავლილია და ყველაფერი თანხვედრაშია. „ჩვენ ნანახი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიის დასკვნა უნგრეთთან დაკავშირებით. ყველაფერი არის შესწავლილი." - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. რაც შეეხება დასკვნებს, რაც რამდენიმე წამის წინ ვახსენე, მე პირადად მგონია, რომ არანაირ შინაარსობრივ განხილვაში შესვლას აზრი არ აქვს, საკანონმდებლო ორგანოში მმართველის ძალის დარწმუნება იმაში, რომ ეს კანონი არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპის მოლაპარაკებებს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ვერც ევროპარლამენტარებმა შეძლეს და ვერც აშშ-მა, შესაბამისად ოპოზიციონერ დეპუტატებს ეს არ გამოუვათ.

სტუმარი: ირაკლი მელაშვილი - პოლიტიკის ანალიტიკოსი;

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #რედაქტ2-ის წამყვანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები