ორი წლის წინ საქართველოში „სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საერთაშორისო ფონდი“ შეიქმნა, რომლის წარმომადგენელიც Iberia Business Group-ის დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილია. ფონს ორი მისია აქვს, სპორტი გახდეს ხელმისაწვდომი, არ იყოს ფუფუნების საგანი და ასევე კერძო სექტორი აქტიურად იყოს ჩართული ამ სფეროს განვითარებაში.
რედაქტ2-ის სტუმარი ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. იქამდე მისი საქმიანობის სფეროს ბიზნესი წარმოადგენდა, თუმცა ყოველთვის ძალიან ახლოს იყო სპორტთან…. 1990 წელს ჩამოაყალიბა კომპანია „მერმისი“; 1999 წელს გახდა „იბერკომპანის“ კომერციული დირექტორი; 1999 წელს დააარსა კომპანია „იბერმობილი“; 1999–2000 წლებში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციული გალა-საღამოს სპონსორი იყო; 2001 წელს თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფი“, რომელშიც დღეისათვის რამდენიმე საავტომობილო ბრენდის წარმომადგენლობაა გაერთიანებული („ფოლკსვაგენი“, „აუდი“, „მიცუბიში“, „პეჟო“, და ასე შემდეგ. ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტის დეპარტამენტთან არსებული სპორტის მუზეუმის დამფუძნებელია. 2005 წელს გახდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“-ს მეპატრონე;
სტუმარი: ტარიელ ხეჩიკაშვილი - Iberia Business Group-ის დამფუძნებელი.
ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #BMG ჟურნალისტი;