თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2016 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნულ პროექტში „ზოტი ჰოლდინგი“ 2023 წლის აპრილში შევიდა. მას შემდეგ განვითარების ტემპი დაჩქარებულია, ბოლო სიახლე რაც მოვიძიე და რაც ბი ემ ჯის ეთერში იყო დაანონსებული, არომატიზატორების მსხვილი ქარხანას უკავშირდება, რომელიც წლის ბოლომდე სრულად უნდა ამოქმედდეს, დღეისათვის კი სატესტო რეჟიმში მცირე წარმოება უკვე ამოქოქილია. სოსო ნიბლაძე, რომელიც თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორია ამბობს, რომ მათი გეგმაა შექმნან განსაკუთრებული ელემენტები კომპანიების ოპერირებისთვის.
სტუმარი: სოსო ნიბლაძე - თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი;
ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #რედაქტ2-ის წამყვანი;