მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ტურიზმი - 2024 წლის მარკეტინგული აქტივობები - ინტერვიუ ირმა დაუშვილთან / 30.11.2023

28-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს სახელმწიფო საერთაშორისო მოგზაურის 6 მილიონ 600 ათას ვიზიტს ელის. რაც შეეხება შემოსავლების პროგნოზს, უწყებაში ტურიზმიდან 4 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღებას ელიან. ოფიციალური მონაცემებით, წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის შემოსავალს აღემატება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წელს ტურისტების მოსაზიდად ათ ძირითად სამიზნე ბაზარზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. დოკუმენტში, რომელიც BM.GE-სთვის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გახდა ხელმისაწვდომი, აღნიშნულია, რომ ათივე მიმართულებასთან საქართველოს პირდაპირი ფრენები აკავშირებს და ამ ქვეყნებიდან უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყანაა - გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. ამ ქვეყნების გარდა სახელმწიფო უწყებას სხვა სტრატეგიული ბაზრებიც აქვს გაწერილი, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეაა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის განმავლობაში 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის და საქართველოს ტურიზმის სექტორის მარკეტინგისთვის გამარტივებული შესყიდვის ნებართვა წარადგინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განმარტებით, ორგანიზაცია მარკეტინგულ აქტივობებზე 20 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში ყურადღებას კიდევ ერთი ნაწილი იქცევს, კონკრეტულად კი 2024 წლის საკომუნიკაციო სტრატეგიაა, რომელიც ღვინოს და გასტრონომიას, ბუნებას და სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურას და ხელოვნებას, გამაჯანსაღებელ და სამედიცინო ტურიზმს და საქორწინო ტურიზმს აერთიანებს.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - #BMG რედაქტორი.

სტუმარი: ირმა დაუშვილი - საკურორტო სასტუმრო “ნუნისი” თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები