მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2:ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში - ინტერვიუ გია თომაძესთან / 14.12.2023

გასულ თვეში პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი“ დაამტკიცა. ეს კანონი აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს. დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი.

პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც.

რაც შეეხება ცოცხალ დონორობას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა როგორც სასამართლოს, ისე ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ გაცემული თანხმობა.

კანონი ითვალისწინებს ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნას. რას შეცვლის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ჯანდაცვის სისტემაში, ახლავს თუ არა ორგანოთა გადანერგვის პროცესს რისკები და რა უნდა გაითვალისწინონ დონორობის მსურველმა მოქალაქეებმა?

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი;

სტუმარი: გია თომაძე - პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები