მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

REDBERRY: I კვარტალში შემოსავლების 40%-იანი ზრდა გვქონდა, მეორეში - 25%-იანი ვარდნაა

5eef3aa23f346
ანუკა ჯოხაძე
21.06.20 15:01
1301
"წლის პირველ კვარტალში შემოსავლების 40%-იანი ზრდა გვქონდა, მეორე კვარტალში 25%-იანი ვარდნაა”, - ამის შესახებ კრეატიული სააგენტო REDBERRY-ის მმართველმა პარტნიორმა გაგა დარსალიამ bm.ge-ისთან განაცხადა.

როგორც დარსალია ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი დახმარების საჭიროების წინაშე დღეს ისინი არ დგანან და უფრო მნიშვნელოვანია, სხვა დანარჩენი დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერა, რომელსაც ირიბად დადებითი ეფექტი კრეატიულ სექტორზეც ექნება.

"მიმდინარე წლის პირველი კვარტალი ძალიან კარგი გვქონდა იმ თვალსაზრისით, რომ შემოსავლების, დაახლოებით, 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მეორე კვარტალში, როცა კრიზისმა დაარტყა ეკონომიკას, დაახლოებით, 25%-იანი ვარდნა გავქვს პირველ ორ თვეში. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მიმართული იყო ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორებისკენ მიმართული. კრეატიულ ინდუსტრიას საქართველოს ეკონომიკაში დიდი წილი არ აქვს და, შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაში რაღაც სპეციფიური დახმარება არც ყოფილა.

ვფიქრობთ, ახლა რეალურად უფრო მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკა ამუშავდეს, ვიდრე უშუალოდ ჩვენმა სექტორმა მიიღოს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა. სახელწიფო რომ სხვადასხვა სექტორებს ეხმარება, ეს ირიბად ჩვენი მხარდაჭერაცაა”, - აცხადებს კრეატიული სააგენტო REDBERRY-ის მმართველი პარტნიორი გაგა დარსალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები