“ამ ეტაპზე სასტუმროების დატვირთულობა 75%-მდეა, რაც გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”, - ამის შესახებ BMG-ის Silk Hospitality-iს აღმასრულებელმა დირექტორმა იორდი ქუითიმ განუცხადა.
Silk Hospitality-ის სასტუმროები და გასართობი დაწესებულებები თბილისში, ბათუმსა და წინანდალშია თავმოყრილი.
იორდ ქუითის თქმით, „რედისონის“ სასტუმროებში, ჯერჯერობით, დატვირთულობის მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა უკრაინის ომის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პანდემიის გამო გაჩენილი არასტაბილურობის ფონზე, მდგომარეობას მაინც დადებითად აფასებს და ამბობს, რომ თუკი ადრე ხალხი ჯავშნებს შვებულებამდე 3 თვით ადრე აკეთებდა, ახლა ეს დრო ერთ კვირამდე შემცირდა.
“ამ ეტაპზე სასტუმროების დატვირთულობა 75%-მდეა, რაც გლობალური სიტუაციის ფონზე, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელს პანდემიამდელ დონეს მივაღწევთ. სულ ახლახან დავბრუნდი დუბაიდან, რომელიც ტურისტული ცენტრია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა იქაც. ასე რომ, ივლისი-აგვისტოს პერიოდი გაცილებით უკეთესი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. შიდა დამსვენებლების გარდა, ტურისტებს მეზობელი ქვეყნებიდან ველით, განსაკუთრებით - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ტურიზმი გლობალურად აღდგენის პროცესშია; საიდუმლო არაა, რომ ფასებიც მატულობს, რასაც, ძირითადად, ინფლაცია და თითქმის ყველაფერზე მომატებული ღირებულება განაპირობებს,“ - განაცხადა იორდი ქუითიმ.