მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რედლაინერი“ უკრაინაში დაშავებულთა დამხმარე ორგანიზაციებისთვის უპრეცედენტო აქციას აანონსებს

62330b4e132c2
ინგა მურუსიძე
17.03.22 14:03
2964
კომპანია „რედლაინერი“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების დამხმარე ორგანიზაციებისთვის უპრეცედენტო აქციას აანონსებს.

აღსანიშნავია, რომ „რედლაინერი“ საქართველოში მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სექტორში, რომლის სისტემები დანერგილია 500-ზე მეტ ობიექტში საქართველოს მასშტაბით.

„უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადავწყვიტეთ, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია მიმდინარე საომარი ვითარებით დაზარალებულთა თანადგომის აქციაში, უსასყიდლოდ გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება”, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ბოდოკია.

კომპანია „რედლაინერის“ შეთავაზება მოიცავს მომსახურების სრულ სპექტრს - აუდიტი და ანალიზი, რისკების პრევენცია და მართვა, მედიაცია სახელმწიფოსთან. უნიკალური და ინდივიდუალური მიდგომა, რაც ითვალისწინებს კომპანიის დეტალურ შესწავლას, ექსპერტთა ჯგუფის მიერ რისკების იდენტიფიცირებას - საქმიანობის სპეციფიკისა და რეალური სამართლებრივი გარემოზე მორგებულ, გადაჭრის ხარჯთეფექტურ გზებს; რეკომენდაციების დოკუმენტირება; რისკების მინიმიზირებისთვის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების ინსტრუქტაჟი; ობიექტების სისტემატიური მონიტორინგი შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების იდენტიფიცირებისთვის;



ამასთან, კომპანია „რედლაინერი“ სრულად ახდენს რისკების დაზღვევას კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების მიმართ, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში სრულად იღებს ფინანსურ და იურიდიულ პასუხიმგებლობას.

კომპანია „რედლაინერის“ ოპერირების არეალს წარმოადგენს სამშენებლო სექტორი, სასაწყობე, სამრეწველო, საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტები, HoReCa (Hotel, Restaurant, Cafe) ბიზნესი, ქარხნები, სამედიცინო დაწესებულება და სხვა.
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: www.redliner.ge; 593584551; [email protected]

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები