მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული ფასების დაწესებიდან 1 წლის შემდეგ - ანალიზი

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში როგორც დაუფასოებელი, ასევე დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, ქვეყანამ წელს 12–ი მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარის , შარშან იმავე პერიოდში კი, 11 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარის დაუფასოებელი მედიკამენტები შეიძინა.

რაც შეეხება დაფასოებულ მედიკამენტებს, საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ათეულში მედიკამენტები 3.5%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 11 თვეში საქართველომ 489–ნახევარი მილიონი დოლარის მედიკამენტები შეიძინა. შარშან იმავე პერიოდში კი – 360 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების. იმპორტი 35.7%-ით გაიზარდა.

დაფასოებული მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების ტოპ ათეულის სათავეში თურქეთია. 2022 წლის იანვრიდან საქართველოს ბაზარზე თურქეთისთვის განკუთვნილი იაფი მედიკამენტები შემოდის.

თუმცა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2023 წლის 15 დეკემბერს გამოცემული ბრძანების მიხედვით, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს, თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება.

განახლებულ ტარიფში განსაზღვრულია ევროს ფიქსირებული კურსი, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება. ბრძანებით განსაზღვრული კურსი საბაზროსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ჯერჯერობით, უცნობია ეს საფასო მატება რა ეფექტს მოახდენს კონკრეტული მედიკამენტების ფასებზე. ასევე უცნობია რა გავლენა ექნება მას საქართველოში თურქული ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე?

სტუმარი: ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები