რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების ნუსხა ჯანდაცვის სამინისტროს 4 თვეა არ გაუფართოებია, თუმცა ბაზრის მოთამაშეები უწყებას დადგენილი ფასების გადახედვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, უნდა დაჩქარდეს შესაბამის საბჭოში კონკრეტული მედიკამენტების დადგენილი ფასების გადახედვის პროცესი, რადგან ბიზნესს ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება უჭირს. როგორ მუშაობს მედიკამენტების ფასების რეგულირების მექანიზმი, რომელიც მთავრობამ ქვეყანაში 2023 წლიდან აამოქმედა, რა რაოდენობის მედიკამენტზე ვრცელდება ზღვრული ფასი და რა გამოწვევები რჩება დღის წესრიგში?