მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

ბუცხრიკიძე

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 2024 წლის ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.

"კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია" დღეს, TBC Capital-ის ორგანიზებით მიმდინარეობს, სადაც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხების პროცენტის შემცირებასთან ერთად, გაიზრდება დედოლარიზაციის მაჩვენებელი და ბანკების სისტემურ რისკი კიდევ უფრო შემცირდება.

"[რეფინანსირების განაკვეთის შემცირება] ეკონომიკისათვის რამდენიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. პირველ რიგში, მოგეხსენებათ, ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება და ამ კუთხით ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მეორე ის არის, რომ საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი სისტემური ნაწილი დედოლარიზაციაა და ეს ლარის სესხების ზრდის ტრენდს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რაც ბანკების სისტემურ რისკს კიდევ უფრო შეამცირებს. მესამე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ის რომ ეს სესხების გაცემას მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის კიდევ უფრო წაახალისებს და 2024 წლის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ბუცხრიკიძე.

ცნობისთვის, გუშინ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები