მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reform-Talks: ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი

BM.GE
30.06.23 13:42
136
2019 წელს საბაჟო კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, კანონში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის ცნება შემოვიდა. AEO „ოქროს სიის“ ანალოგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე წლის წინ გააუქმა. 4 წლის შემდეგ, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსი მაისში ამოქმედდა. 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს. 

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი შეუძლია გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საბაჟო ფორმალობებთან. ამ დროისთვის სტატუსი 7 კომპანიას აქვს მიღებული. 

რა გამოწვევები და შესაძლებლობები ახლავს თან ამ რეფორმას? 

სტუმრები: ნინო ჩოხელი - USAID -საქართველოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
გიორგი კაჭარავა - EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები