მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reform-Talks: კერძო-საჯარო დიალოგი

საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს. მის ფარგლებში ხდება კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხის შეფასება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში. საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მიმდინარე ფაზა 2019-2024 წლებში ხორციელდება.

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხი ფასდება კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შემუშავების წინასწარ განსაზღვრულ ოთხ ეტაპთან მიმართებაში, ესენია, პოლიტიკის ზოგადი მიმართულებების შემუშავების ეტაპი, ნორმატიული აქტის ტექსტის შემუშავების ეტაპი, ინფორმაციის გავრცელება და კომენტარები საზოგადოების მხრიდან და Ex-ante რეგულირების გავლენის შეფასება (ცენტრალურ დონეზე). საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმი შერჩეულ კანონებსა და რეგულაციებს ამ ჩამოთვლილი ეტაპების მიხედვით ანიჭებს რეიტინგებს.

ამ მექანიზმის ფარგლებში დღემდე შეფასებულია 32 კანონპროექტი და კანონქვემდებარე აქტი, ასევე 6 მუნიციპალური ორგანოს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტები. 2024 წელს დამატებით 24 ნორმატიული აქტი შეფასდება ცენტრალურ დონეზე და 6 - მუნიციპალურ დონეზე.

სტუმრები: თეა კენჭაძე - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საჯარო-კერძო დიალოგის სპეციალისტი;

გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები