მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reform-Talks: რეგულირების გავლენის ანალიზი

BM.GE
24.04.23 16:33
206
საქართველოში RIA- ინსტიტუციონალიზებულია. დადგენილებამ რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულო გახადა გარკვეულ შემთხვევებში, როცა დადგენილებით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხები. რეგულირების ზეგავლენის შეფასება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას სცემს პასუხს, მაგალითად: რა რეგულირდება? რატომ არის რეგულირება მნიშვნელოვანი? რეგულირების რა ალტერნატივები არსებობს და როგორ პასუხობს შემოთავაზებული ცვლილება ამ ალტერნატივებს? თემაზე ვრცლად ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრეს.

სტუმრები: მაია გუნცაძე - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი RIA-ს, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში;
მაკა ჭითანავა - RIA-ს ექსპერტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები