ტურიზმის რეფორმის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და მისი გრანტის მიმღებმა ორგანიზაციამ, PMO კონსალტინგმა წარადგინეს. 2023-2033 წლებში, კანონპროექტის გავლენები დადებითია და მათი წმინდა სარგებლის მიმდინარე ღირებულება ჯამურად 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ფინანსურ ხარჯსა და სარგებელთან ერთად მოიცავს ისეთ არა-მონეტარულ გავლენებს, როგორებიცაა კადრების დატვირთულობის ზრდით გამოწვეული დროის ალტერნატიული დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის დანახარჯი და მომხმარებელთა სარგებელი სერვისების ხარისხისა და მათი უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსური სახის გავლენებს, 2023-2033 წლებში მოსალოდნელი ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით, წმინდა სარგებელი 3 მილიარდ 400 მილიონი ლარია.
სტუმრები: მაია გუნცაძე - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი RIA-ს, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებში;
ემა თოდუა - PMO ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, კონსულტანტი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;